გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ გაცილებით ორგანიზებული ვართ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი

ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენცია – “ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ” ჟურნალისტებს განუცხადა.

„პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენ გაცილებით უფრო ორგანიზებული ვართ ამ თანამშრომლობის საკითხში, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ საშინაო დავალება ძალიან კარგად შევასრულეთ და ქებას ვიმსახურებთ. ვაჩვენებთ, რომ ვიზიარებთ ევროპის ფასეულობებს. ევროკავშირის შიგნით არის გამოწვევები, მათ საკუთარი დღის წესრიგი აქვთ და საკითხები, რომლებიც გადასაწყვეტია. რაღაცებზე პასუხი არ აქვთ ჩამოყალიბებული“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი იმედოვნებს, რომ საქართელოს ვიზალიბერალიზაცია ძალიან მალე მიღწეული იქნება.

„ამ შემთხვევაში, სახეზეა “ბრექსითი”, მაგრამ ჩვენ საკმაოდ დამაჯერებლად ვმოქმედებთ“, – აღნიშნა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული
შემდეგი სტატიადემურ სტურუას დედის ცემის ფაქტზე ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა