“დაიმსახურეს! “- იოჰანეს ჰანი საქართველოს ვიზალიბერალიზაციაზე

ევროკომისარი ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების საკითხებში იოჰანეს ჰანი ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის (LIBE) მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მხარდაჭერას მიესალმება.

“მივესალმები ევროპარლამენტში გამართულ პოზიტიურ კენჭისყრას საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე და ევროკავშირის საბჭოსთან მოლაპარაკებების დაწყების მხარდაჭერას”, – წერს იოჰანეს ჰანი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე.

ევროკომისარი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის საბჭო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას მალე მიიღებს.

“დაიმსახურეს! ვიმედოვნებ, რომ ახლა ევროკავშირის საბჭო მიიღებს სწრაფ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ”, – წერს იოჰანეს ჰანი.

5 სექტემბერს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ ანგარიშს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას 44-მა დეპუტატმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 5 იყო. ამასთან, კომიტეტის წევრებმა 44 ხმით 5-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საბჭოსთან და ევროკომისიასთან მოლაპარაკებების დაწყებას.

banner
წინა სტატიაში“საპრლამენტო არჩევნებით უნდა ვაჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცის ასარჩევად”
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე იმედოვნებს, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული