მიხეილ ჯანელიძე გრიგორი კარასინს პასუხობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 2, 2018 14:02

მიხეილ ჯანელიძე გრიგორი კარასინს პასუხობს

“ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ინტეგრირებული ევროატლანტიკურ სტრუქტურებში” – ამ სიტყვებით უპასუხა მიხეილ ჯანელიძემ გრიგორი კარასინის შეშფოთებას NATO-ს მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე.

„ჩვენი არჩევანი ეფუძნება ქართველი ხალხის არჩევანს, ვიყოთ ინტეგრირებული ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, უზრუნველყოფილი იყოს სტაბილურობა და მშვიდობა, იყოს მეტი შესაძლებლობა რეგიონში განვითარებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენი ყველა ქმედება ამისკენ არის მიმართული როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით“, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მანამდე გრიგორი კარასინმა განმარტა, რომ NATO-ს წევრების მხრიდან საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების გააქტიურება შეინიშნება, რაც რუსეთის შეშფოთებას იწვევს.

„ვხედავთ ვაზიანის ტრანსფორმაციას საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად საქართველოს რეგულარული შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენს და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩვენი მეზობლების შეშფოთებას იწვევს“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

რუსეთის საგარეო უწყებამ აბაშიძე-კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც აღნიშნავდა, რომ რუსული მხარე შეშფოთებულია NATO-საქართველოს თანამშრომლობის გაძლიერების გამო.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 2, 2018 14:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,721
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics