გოჩა მირცხულავა: ამ “ელიტური ნამდვილების” საკითხი რატომ ასე საჯაროდ?

ანუ უძილაურმა თქვა: კობახიძე, მდინარაძე, თალაკვაძე, ზარდიაშვილი… პირველი მეორეზე გაითვალეთო თუ სიგრძეზე დაეწყვეტო?
ტექსტი მშვენიერია, ემოციური, გულწრფელი – ფაქტია, რომ რაღაც ატკინეს და თან უსამართლოდ, ან იქნებ სამართლიანადაც. გიორგი ნამდვილად გონიერი ადამიანია, იმის მიუხედავად ვის მოსწონს და ვის არა მისი პოზიცია თუ სტილი.
თუმცა, თუ ტექსტს დავუბრუნდებით, გულწრფელი ემოციის მიუხედავად…

ძალიან ოსტატურად, მრავალთა გულის საამებლად, მიმოფანტული, დაუფასებელი და დაჩაგრული “ნამდვილი არიელების” მოტივირებას და “აგდებას” ცდილობს… ნუ, არაფერი ამაში დასძრახი არ არის – კიდევ ერთხელ ვიტყვი – გონიერი ადამიანია და ასე გადაწყვიტა საკუთარი სათქმელის თქმა.

ისე, “ჩემთვის ნამდვილები” ანუ “ჩემთვის წმინდა სისხლის” ….

სხვათაშორის, კოჰაბიტაცია კი არ იყო პრობლემა – შიხიაშივილიდან ზარდიაშვილამდე მწკრივი და რიგი იყო და არის პრობლემა. პოლიტიკანების პორტირება და გულში ჩახუტება იყო და არის პრობლემა. ისევე როგორც პროფესიონალების სამსახურებიდან დათხოვნა და “საკუთარი აქტივის” დასმა. ვინმემ იკითხა მაშინ, იცოდა თუ არა ამ აქტივმა “საგანი”? გულანთებულობა, მგზნებარება, ნათელმირონობა და ახლობლობა ხომ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ვიღაც დურგალი, ვიღაც ხაბაზი, ვიღაც დეპუტატი, ვიღაც საკრებულოს წევრი, ვირაც გამგებელი და ვიღაც საჯარო მოხელე იყოს? თუ ეს დასაშვებია წმინდა სისხლის მეოცნებეებისთვის?
ამიტომაც მივიღეთ ამ ქვეყანაში უინიციატივო, უმოტივაციო საჯარო და სახელმწიფო სექტორი – შედეგად კი სტაგნაცია და არსებული სიდუხჭირე. ახლა რა?

ისე, ამ “ელიტური ნამდვილების” საკითხი რატომ ასე საჯაროდ? გუნდში რატომ ვერ მორიგდნენ? რატომ არ უნდა ვივარაუდო და დავუშვა, რომ ესეც საარჩევნო ხრიკია – საკმაოდ გონიერი მიგნება “ნამდვილების” დასარაზმად – აი ჩაივლის არჩევნები და ჩვენი დროც დადგება – სამართლიანობა აღდგება!

კიდევ ერთი კრახი! სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით მოსულ პარტიას საკუთარ გუნდში რომ ვერ დაუმყარებია სამართლიანობა და სამომავლოდ უნდა აღადგინოს დაჩაგრული და მორალდაცლილი “ნამდვილებისთვის”, მანდ უბრალო მოქალაქეს რისი იმედი უნდა ჰქონდეს?

ისე, არჩევნებში ოცნების დამრცხების შემთხვევაში აქტივს კი არა სხვა ადამიანებს რა ბედი ელოდა იმაზე რატომ არავის სწუხს? ა, თუმცა ეს ადამიანები “ნამდვილები” არ იყვნენ, უბრალოდ ხმა მისცეს არჩევნებზე მიშას წინააღმდეგ ანუ “ოცნების” სასარგებლოდ და მერე? მიშას წინააღმდეგ რომ მისცეს ხმა და “ოცნებისთვის” არ მიუციათ იმიტომაც არ აუხდათ ოცნებები საუკეთესო შემდგომ წლებზე? სხვთა შორის მეექვსე წელი დაიწყო…

მოკლედ, გონიერი ადამიანია გიორგი უძილაური. იქნებ სულაც არ უფიქრია ამ გაზვიადებული კონტესტით ეს ყველაფერი. მაგრამ სენეკასი არ იყოს, მნიშვნელოვანია ვინ ამბობს და მერე რას ამბობს…

და კიდევ, თუ გონიერია ადამიანი სწორედ ის უნდა შეანჯღრიო, თორემ “შენ თვითონ ხარ საჯიკებელი” ტიპები გინდა ანჯღრიე და გინდა არა.

ჰო, გიორგი მართალია, მორალისა და ტერმინის საკითხშიც, მაგრამ საქმე თუ ასე წავიდა მალე “ოცნებაშიც” ძნელი მოსძებნი იქნება მორალი და სიტყვასაც შეიძულებს არა მხოლოდ ნამდვილი, არამედ უწმინდური სისხლის – უბრალო ხალხი

ისე, “იმათ” პირველი მეორეზე უნდა გაითვალონ თუ სიგრძეზე დაეწყონ?-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ურთიერთობათა კადემიის დირექტორი გოჩა მირცხულავა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე გრიგორი კარასინს პასუხობს
შემდეგი სტატია96 ელექტრო და ჰიბრიდული ავტომანქანა დღეიდან საპატრულო პოლიციის საკუთრებაა