კარასინი: ვაზიანის თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაქცევა შეშფოთებას იწვევს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ТАСС-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის, რაც რუსეთში და მის მეზობლებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს.

მისი თქმით, ზურაბ აბაშიძესთან პრაღაში შეხვედრაზე სამხრეთ ოსეთის დანაყოფების რუსეთის შეიარაღებულ ძალებში შესვლის ე. წ. შეთანხმებაც განიხილეს:

“შეთანხმება განსაკუთრებით მიმართულია ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისკენ და არავისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს. ეს გაგრძელდება, მითუმეტეს საქართველოში ნატო-ს გააქტიურების ფონზე. ვხედავთ შტატებისა და ნატო-ს გააქტიურებას საქართველოში. არ დავასახელებ ციფრებს, მაგრამ შესამჩნევად გაატიურდა შეიარაღების მიწოდება. ვაზიანი საკმაოდ თანამედროვე საწვრთნელ ცენტრად გადაიქცა საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ეს ჩვენში და ჩვენს მეზობლებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში შეშფოთებას იწვევს. რაც შეეხება საქართველოს შესვლას ნატო-ში, ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და ოპტიმისტებად დავრჩეთ. რუსეთი გააგრძელებს მუშაობას, რათა სამხედრო-პოლიტიკური ბლოკები არ მოუახლოვდნენ ჩვენს საზღვრებს და არ გააუარესონ ის სირთულეები, რომლებიც ისედაც არსებობს ჩვენს მეზობლებთან. საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები კვლავ არ არსებობს და მოვლენათა განვითარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ძნელი სათქმელია, რომ სწრაფად აღდგება. მიუხედავად ამისა, ვაგრძელებთ დიალოგს”.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიციის რეფორმის ახალი ეტაპი დაიწყო
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე გრიგორი კარასინს პასუხობს