მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

მიხეილ ჯანელიძე

6-7 მარტს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ოფიციალური ვიზიტი გაიმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდება.
დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის პირისპირ შეხვედრა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან, რის შემდეგაც გაიმართება შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით.
საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ასევე შეხვედრებს გამართავს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან არტურ რასი-ზადესთან და მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან ოქთაი ასადოვთან.

banner
წინა სტატიაში“ექვსი თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს” – დავით ბაქრაძე “გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე საუბრობს
შემდეგი სტატია“თუ კიდევ დააპირებენ ამის შემოპარებას, უყურადღებოდ არავინ დატოვებს”-ბოკერია “გაზპრომზე” საუბრობს