“ექვსი თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს” – დავით ბაქრაძე “გაზპრომთან” მოლაპარაკებებზე საუბრობს

შეძრწუნებული ვარ თბილისში დატრიალებული უბედურებით... ვიზიარებ თითოეული დაღუპულის ოჯახის ტრაგედიას და ვუთანაგრძნობ ოჯახის წევრებს... სტიქიის და წვიმის მეტი რა გვინახავს, მაგრამ ასეთი უბედურება ჯერ არ დატრიალებულა... ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების და ბრალდებების დრო - ქალაქს და ხალხს სჭირდება პატრონი და მიმხედავი. სწორედ ამიტომ, ვაუქმებ დღეს ხალხთან დაგეგმილ შეხვედრებს ბათუმში, ასევე ვაუქმებ კიევში დაგეგმილ მივლინებას და სასწრაფოდ ვბრუნდები თბილისში. ხელისუფლებას ვთავაზობ, შევქმნათ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც მერიასთან ერთად იმუშავებენ სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისთვის - ამ კრიტიკულ ვითარებაში მზად ვარ, გვერდით გადავდო ყველანაირი პოლიტიკური უთანხმოება და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერი გავაკეთო თბილისელების დასახმარებლად.

“თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას,”-ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა დავით ბაქრაძემ გაზპრომის საწინააღმდეგოდ გამართული აქციის ფარგლებში გააკეთა. “არა გაზპრომს”-ამ მოწოდებით ცოცხალი ჯაჭვი მთავრობის კანცელარიიდან რუსეთის საელჩომდე მოეწყო.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის თქმით, გაზპრომთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ნათქვამი ყველა ტყუილი დადასტურდა სამი დღის წინ, როდესაც შედგა შეთანხმება სოკართან.

“თვეების განმავლობაში ხელისუფლება უბრალოდ ატყუებდა მოსახლეობას, როდესაც იგონებდა სხვადასხვა მიზეზს გაზპრომის საქართველოში შემოსაყვანად. ჩვენ მოვისმინეთ, რომ თითქოს აზერბაიჯანს არ შეუძლია გაზის მოწოდება და თურმე ამას მილსადენის სიმძლავრე არ ყოფნის. ანუ მთელი ეს ექვსი თვე ჩვენ გვასმენინებდნენ ტყუილებს და ცდილობდა ხელისუფლება გაზპრომის შემოყვანას ქვეყანაში. ეს ყველა ტყუილი დადასტურდა სამი დღის წინ, როდესაც ხელი მოეწერა სოკართან შეთანხმებას და ეს იყო პირველი სერიოზული გამარჯვება ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს გამარჯვება უდნა მივიყვანოთ ბოლომდე,“ – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) ,,არა გაზპრომს”
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე აზერბაიჯანს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა