მგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანების აღმოსაფხვრელად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს

ჯორჯიან უოთერ ანდ ფაუერის ინფორმაციით, დღეს, 3 ივნისს გამთენიისას საბურთალოს რაიონში, მგალობლიშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი დაზიანდა. ამ ეტაპზე, ადგილზე მობილიზებულია კომპანიის ტექნიკური ჯგუფი და დაზიანების აღმოსაფხვრელად სამუშაოები მიმდინარეობს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს მგალობლიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებთან აქტიური კომუნიკაცია აქვს. ტექნიკური სამუშაობის პარალელურად, კომპანია მოსახლეობისთვის მიყენებულ ზიანს ადგენს. gwp თითოეულ მოსახლეს მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებს.

მგალობლიშვილის ქუჩაზე რთული ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოების გამო წყალმომარაგება 4 ივნისს, დილის 09:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება. ამ მომენტში, წყალმომარაგება შეზღუდული აქვს, საბურთალოს რაიონში: იოსებიძის, მიცკევიჩის, პეკინის, ცინცაძის, საირმის და მიმდებარე ქუჩებს;

შეგახსენებთ, ჟვანიას მოედანზე, მგალობლიშვილის ქუჩა დაიტბორა. მიზეზი, ცენტრალური წყლის მილის დაზიანება გახდა, რასაც გზის საფარის ჩავარდნა მოჰყვა. წყლის ნაკადი მოსახლეობას სარდაფებში ჩაუვიდა. დაზიანებულია სამი ავტომობილი, ორი მათგანი გზის საფარის ჩანგრევის გამო ორმოში აღმოჩნდა. კიდევ ერთი კი წყლის ნაკადმა საკმაოდ დიდ მანძილზე გადაიტანა.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – გოცირიძე
შემდეგი სტატია,,ხელისუფლების ქმედება ცირკი შაპიტოს წარმოდგენას ემსგავსება”-ლევან კობერიძე