,,ხელისუფლების ქმედება ცირკი შაპიტოს წარმოდგენას ემსგავსება”-ლევან კობერიძე

მოსალოდნელი გადაადგილებები „ქართულ ოცნებაში“-ინფორმაციას, რომ შესაძლოა გენერალურმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი, ირაკლი კობახიძემ კი საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი თანამდებობა დაიკავოს, მმართველი გუნდის ყოფილი წევრები ეხმაურებიან.

ლევან კობერიძის თქმით, ხელისუფლების ქმედება ცირკი შაპიტოს წარმოდგენას ემსგავსება, რაც ამ პოლიტიკური პარტიისთვის დამახასიათებელია.

„ყველაზე მთავარი, რაც იყო გასაკეთებელი იყო პარლამენტის გასაკეთებელი და უმრავლესობის თავის დროზე, რომ მინიმუმ ისეთ კანონმდებლობა მიღებულიყო, რომ ამ დაჯგუფების ჩაბეტონება რ მომხდარიყო ამ სისტემაში. ეს იყო ყველაზე მთავარი. სამწუხაროდ ეს მოხდა, ამის გამო დავტოვე მე უმრავლესობა და ახლა დანარჩენი ემსგავსება ცოტა ხუმრობით თუ იტყვი შაპიტოს ცირკში თუ არის ნამყოფი ვინმე, რაღაც ისეთ წარმოდგენას, რეალურად ახლა რაც ხდება. ამის ახლა მაინც და მაინც დიდ კომენტირებას და განხილვაში შესვლის აზრს ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ როგორც იყო წარმოდგენაში ყველაფერი მეტნაკლებად წინასწარ გათვლილია ხოლმე. ახლა დანარჩენი ყველაფერი უკვე ანტურაჟია და ჩვენ „გაპრავებას“ ნუ შევუწყობთ ხელს ამ პროცესის,“-განაცხადა ლევან კობერიძემ.

მოსალოდნელი ცვლილებებს ეხმაურება დავით ჭიჭინაძეც. დეპუტატი აცხადებს, რომ მნიშვნელობა არ აქვს სად იქნებიან კობახიძე, თადუმაძე ან ვოლსკი, მთავარია ის სად იქნება ჭადრაკის პოლიტიკურ დაფაზე ბიძინა ივანიშვილი.

„ალბათ ხვდებიან, რომ რაღაც გადაადგილებები საჭიროა იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი მოძველდა რომ იტყვიან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე დრო გადის. ადამიანები სადაც ინიშნებიან იმ ადგილზე ძალიან მალე ძველდებიან. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი საზოგადოებისთვის სასარგებლო ქმედებებს არ ჩადიან იმ პოსტებზე. შესაკრებთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება, ამიტომ ასე კი არ არის გადასაადგილებელი, სად წავა თადუმაძე, სად წავა კობახიძე, სად წავა ვოლსკი ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია სად დარჩება ივანიშვილი. კარგი ფილმია ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები“, ხომ გახსოვთ „გაიტანეთ გრელანდია“. იქამდე სანამ მივალთ გაიტანეთ კობახიძე, ჯობია თვითონ წაიყვანონ,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

​​

banner
წინა სტატიაშიმგალობლიშვილის ქუჩაზე დაზიანების აღმოსაფხვრელად ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური ჯგუფი მუშაობს
შემდეგი სტატია“მართლმსაჯულების სისტემა არის გზაგასაყარზე”- უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა ნაწილს სამართლიანობის იმედი არ აქვს