ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე – გოცირიძე
სხვა სტატიები
- რამდენიმე დღის წინ თქვენს მიერ ამნისტირებულმა ქვეყნის მტერმა ჩახალიანმა სეპარატისტული განცხადება გააკეთა
- ლევან ბერძენიშვილი: განათლების მინისტრის ახალ კანდიდატურას საინტერესო ბიოგრაფია და განათლება უჩანს
- შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ტყიბულის შახტის ადმინისტრაციის ტერიტორიაზე სიტუაცია კონტროლის ექვემდებარება
“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა 144- კაციან სიას ეხმაურება. მისი განცხადებით, ივანიშვილს პარლამენტისთვის მუცემული აქვს დავალება, რომ მხარი დაუჭიროს გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის უზენაეს სასამართლოში გამწესებას.
გოცირიძე ამბობს, რომ არჩევნები ფორმალურია, რადგან ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე.
„შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს იმ ფაქტმა, რომ 144 კაცი მონაწილეობს კონკურსში. ივანიშვილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვინ იქნება უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. ეს სია იმაზე უარესია, რაც იყო ის 10- კაციანი სია, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია. იმ ორ ოდიოზურ პიროვნებაზე, რომელიც ახლა არ იღებს მონაწილეობას, რით არის უკეთესი ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი შალვა თადუმაძე ან მისი მოადგილე? რა თქმა უნდა, ეს შეთანხმებულია ივანიშვილთან და ეს არის პარლამენტისთვის მიცემული პირდაპირი დავალება. გაცილებით უარესია ახლა რაც ხდება.
ის ორი ოდიოზური ფიგურა გაშიფრული მაინც იყო და ისინი რომ უზენაეს სასამართლოში მოხვედრილიყვნენ, მათზე ყოველთვის იქნებოდა დიდი საზოგადოებრივი კონტროლი. ახალ სიაში მყოფი ეს ხალხი კი მათ მიერ გაწმენდილ გზას მიჰყვებიან და ივანიშვილს სურს, ისინი მშვიდად შეაპაროს პარლამენტში,”- განაცხადა რომან გოცირიძემ.