მეზობლების ინფორმაციით, ქობულეთში მეუღლის დაჭრის შესახებ ცოლმა სამართალდამცავებს თავად განუცხადა

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

ქობულეთში, ქმრის დაჭრაში ბრალდებული ქალი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. როგორც მეზობლები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, ცოლ-ქმარს დაძაბული ურთიერთობა არ ჰქონია. მათივე თქმით, ინცინდენტის შემდეგ ცოლმა სამართალდამცავებსა და მეზობლებს განუცხადა, რომ ქმარი თავად დაჭრა.
დაჭრილი 31 წლის მამაკაცი ქობულეთის რეფერალურ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაშია. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„ენგურჰესის“ გაშვების ტესტირების გამო, ზუგდიდს და აფხაზეთის ნაწილს ერთი საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
შემდეგი სტატიაენმ-ს ქუთაისის ორგანიზაცია იმერეთის გუბერნატორის და ვიცე-გუბერნატორების ხელფასების ზრდას აპროტესტებს