„ენგურჰესის“ გაშვების ტესტირების გამო, ზუგდიდს და აფხაზეთის ნაწილს ერთი საათით ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ენგურჰესში აწეულ წყლის დონეს შეიძლება, წყალმოვარდნები მოჰუყვეს

ხვალ „ენგურჰესის“ ნულიდან გაშვების ტესტირება მოხდება. როგორც „თაიმერს“ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემიდან” აცნობეს, 20 თებერვალს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, „ენგურჰესის“ ნულიდან გაშვების ტესტირების გამო, ერთი საათის განმავლობაში, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და აფხაზეთის ნაწილს.

აღნიშნული შეფერხების გამო „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.

banner
წინა სტატიაშიმამუკა მდინარაძე – მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე თურქეთთან ურთიერთობებზე გავლენას ვერ მოახდენს
შემდეგი სტატიამეზობლების ინფორმაციით, ქობულეთში მეუღლის დაჭრის შესახებ ცოლმა სამართალდამცავებს თავად განუცხადა