ენმ-ს ქუთაისის ორგანიზაცია იმერეთის გუბერნატორის და ვიცე-გუბერნატორების ხელფასების ზრდას აპროტესტებს

„ნაციონალური მოძრაობის” ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა იმერეთის გუბერნატორისა და ვიცე-გუბერნატორებისათვის ხელფასების ზრდის ფაქტი გააპროტესტეს. პარტიის წარმომადგენლებმა ბრიფინგი ქუთაისში, იაშვილის ქუჩაზე, მოუწესრიგებელი საგზაო ინფრასტრუქტურის ფონზე გამართეს.

მთავრობის დადგენილებით, იმერეთის რწმუნებულის ხელფასი 2 900 ლარის ნაცვლად 5 900 ლარი იქნება, თუმცა ოფიციალური განმარტების მიხედვით მოხდა ხელფასისა და დანამატის გაერთიანება, რომლსაც რწმუნებული ისედაც იღებდა.

banner
წინა სტატიაშიმეზობლების ინფორმაციით, ქობულეთში მეუღლის დაჭრის შესახებ ცოლმა სამართალდამცავებს თავად განუცხადა
შემდეგი სტატიაგვინდა საჯარო სამსახურების ვაკანსიები ხელმისაწვდომი გავხადოთ უცხოეთში მყოფი თანამოქალაქეებისთვის, რათა მათ არ მოუწიოთ იქ დარჩენა