მევლუდ მელაძე: “რამაც იმოქმედა უშუალოდ უსაფრთხოებაზე საგზაო მოძრაობის დროს, ეს სწორედ ჭკვიანი კამერებია”

ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ აღნიშნა, რომ ჭკვიანმა კამერებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე დადებითად იმოქმედა. მისი თქმით, რეგულაციები, რომელიც ამოქმედდა დროული და საჭირო იყო.

„ბევრი ისეთი რეგულაცია შემოვიდა, რომელიც ძალიან საჭირო და დროული იყო, მათ შორის ყველაზე მეტად გამოვყოფდი ჭკვიანი კამერების თემას, ვინაიდან ჭკვიანმა კამერებმა მართლაც თავისი როლი შეასრულა, თუ რამე კარგი გაკეთდა ამ ბოლო დროს, რამაც იმოქმედა უშუალოდ უსაფრთხოებაზე საგზაო მოძრაობის დროს, ეს სწორედ ჭკვიანი კამერებია”, – აცხადებს მევლუდ მელაძე.

banner
წინა სტატიაშიდავით მესხიშვილი – ჭკვიანი კამერების ამოქმედება უმნიშვნელოვანესი თემაა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია 20 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება