ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია 20 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგია 20 თებერვლიდან ყოველდღე 11:00-დან 14:00 საათამდე გაითიშება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს.

„ელექტროენერგიის შეზღუდვა იმოქმედებს დეფიციტის შევსებამდე რუსეთიდან ელექტროენერგიის მოწოდების გზით“, – აღნიშნულია შეტყობინებაში.

კომპანიის ცნობით, „ენგურჰესში“ წყლის დონე ყოველდღე იკლებს. „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ საპროგნოზო გამომუშავება მარტი-აპრილის წყალუხვ სეზონამდე 310 მილიონი კვტ.სთ იქნება, აფხაზეთის სავარაუდო მოხმარება კი, 366 მილიონი კვტ.სთ.

აფხაზეთში მოსალოდნელი გრაფიკის შესახებ ინფორმაცია დღეს პირველმა არხმა „ენგურჰესის“ დირექტორზე ლევან მებონიაზე დაყრდნობით გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშიმევლუდ მელაძე: “რამაც იმოქმედა უშუალოდ უსაფრთხოებაზე საგზაო მოძრაობის დროს, ეს სწორედ ჭკვიანი კამერებია”
შემდეგი სტატიაკვების ბლოკში დარღვევების გამო ახმეტაში ოთხი საბავშვო ბაღი დროებით დაიხურა