დავით მესხიშვილი – ჭკვიანი კამერების ამოქმედება უმნიშვნელოვანესი თემაა

ტელეკომპანია “იმედის” პირდაპირ ეთერში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტმა, დავით მესხიშვილმა ჭკვიანი კამერების ამოქმედება და შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა ამ მიმართულებით დადებითად შეაფასა. როგორც მესხიშვილი ამბობს, ჭკვიანი კამერების ამოქმედება არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება.

“დაწყება ამ პროცესის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ძალიან ბევრი ხარვეზი გამოიკვეთა და ახლა ჯერი არის ეკონომიკის სამინისტროზე, რადგან ის რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია იყო, დავუშვათ კანონის აღსრულების ნაწილში, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამას აკეთებს. ჭკვიანი კამერების თემაზე მინდა დავეთანხმო ჩემს მეგობრებს, რომ არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ ხარვეზი გამოიკვეთა ძალიან ბევრი, მაგალითად გასაჩივრების მექანიზმი არის არაეფექტიანი,” – აცხადებს მესხიშვილი

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: შორენა თეთრუაშვილს ყბა მოენგრა ჩვეულებრივად, როცა პატრიარქთან დამინახა
შემდეგი სტატიამევლუდ მელაძე: “რამაც იმოქმედა უშუალოდ უსაფრთხოებაზე საგზაო მოძრაობის დროს, ეს სწორედ ჭკვიანი კამერებია”