მეუფე სტეფანემ სამი სასულიერო პირის დასჯა გადაიფიქრა და ამბიონიდან მიმართა

მეუფე სტეფანემ სამი სასულიერო პირის დასჯა გადაიფიქრა და ამბიონიდან მიმართა:

თუ ეხლა სინანულით ხართ მოსული ძალიან გამიხარდება. თუ არა მაინც არ დაგსჯით. მე დღეს ამ განწყობით არ ვარ მოსული. თუ არ შეეცდებით რომ რკინის კვერთხი გამოვიყენო, მე არ გამოვიყენებ, განწყობა არ მაქვს რომ ვინმე დავსაჯო, არ მაქვს განწყობა ვინმეს განკვეთისა” თქვა ჭყონდიდის მიტროპოლიტმა.

მეუფე სტეფანე განკვეთით სამ სასულიერო პირს, მამა დანიელ გვილავას, პეტრე ღუდუშაურსა და ანანია კალანდიას დაემუქრა და მოსანანიებლად ვადა მისცა, რომელიც დღეს ამოიწურა.

თუმცა, დღევანდელი მღვდელმსახურების დაწყებამდე, მღვდელმთავართან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბობდნენ, რომ მოსანანიებელი არაფერი აქვთ და არც ბოდიშის მოხდა აპირებდნენ.

https://youtu.be/KksBLTVu8HE

 

სასულიერო პირები, რომლებსაც ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ მღვდელმსახურება შეუჩერა, მარტვილის სოფელ თამაკონში იმყოფებიან.

“ერთი კითხვა მაქვს, მან რატომ არ მიმართა ეპარქიის მრევლს და რატომ მიმართა საქართველის მოსახლეობას. მას უნდა მიემართა ჯერ სოფლის მოსახლეობისთვის, მერე ეპარქიის მრევლისთვის, მოდით წირვაზე და პრობლემა მოვაგვაროთ. უპროგნოზო კაცია და მისგან ყველაფერს ველოდებით”, – განაცხადა მამა დანიელმა.

 

https://youtu.be/yFWvKGScneg

 

მამა ანანია კალანდია აცხადებენ,რომ მეუფე სტეფანესთან სურს გასაუბრება და კითხვები აქვთ, თუ რატომ მოჰყავთ წირვაზე სხავადასხვა ეპარქიებიდან მრევლი.

 

https://youtu.be/EwYE-wt2lso

 

 

ავტორი: აკო ქიქავა

 

 

banner
წინა სტატიაშიარა 20 ივნისის ამნისტიას – სამოქალაქო აქტივისტები აქციებს იწყებენ
შემდეგი სტატიაუმრავლესობის სხდომა “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში