არა 20 ივნისის ამნისტიას – სამოქალაქო აქტივისტები აქციებს იწყებენ

არა 20 ივნისის ამნისტიას – სისხლიანი ღამის დაზარალებულები და სამოქალაქო აქტივისტები ახალ საპროტესტო აქციებს იწყებენ. პირველი შეკრება რუსთაველის გამზირზე ხვალაა დაანონსებული.

20-21 ივნისს დაზარალებულები პარლამენტთან 27 აპრილსაც შეიკრიბებიან, როცა ქართული ოცნება კანონპროექტს ოფიციალურად დაარეგისტრირებს.

სისხლიანი ღამის დაზარალებულები ამბობენ რომ 20 ივნისის ამნისტია ანტისახელმწიფოებრივია, ის ემსახურება რუსეთის ინტერესებს და ორიენტირებულია ანტისაოკუპაციო აქციის დარბევის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედის – გიორგი გახარიას მძიმე პოლიტიკური წარსულის გასუფთავებას.

მათივე თქმით, კანონპროექტმა შესაძლოა ერთ სიბრტყეში დააყენოს, როგორც ანტისაოკუპაციო აქციის დამრბევი დამნაშავე სამართალდამცავები, ისე დაზარალებულები, რაც ამორალური და დანაშაულებრივია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დროისთვის 36 056 ადამიანს ჩაუტარდა
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანემ სამი სასულიერო პირის დასჯა გადაიფიქრა და ამბიონიდან მიმართა