მეუფე სტეფანე: პარლამენტში სულ სხვა ხალხი ხართ, უფლის საწინააღმდეგოდ გვიბიძგებთ[ვიდეო]

  “გაიგეთ ელჩებმა, გაიგეთ ცრუ პარტიებმა, გაიგეთ პარლამენტის ვითომ რაღაცებმა, ჩვენი წარმომადგენლები არ ხართ”– მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, მეუფე სტეფანემ მრევლს საპატრიარქოს აქციაზე წასვლისკენ მოუწოდა და მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, პოზიცია დააფიქსირდა.

უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირმა საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატებს მიმართა: საქართველო არ ხართ და არაფერი გაქვთ საერთ საქართველოსთან.

“ვისაც ადრე უნდა ჩასვლა, ადრე ჩავიდეს. ხუთ საათზე ყველა, გერთიანებული, მთელი ქრისტიანობა ვიდგეთ იქ. არაფერი,  ჩენ ვინმეს ვერჩით?- უბრალოდ პარაკლისზე დავდგეთ და ვთქვათ, რომ ჩვენ ეს არ გვინდა.

გაიგეთ ელჩებმა, გაიგეთ ცრუ პარტიებმა, გაიგეთ პარლამენტის ვითომ რაღაცებმა. ჩვენი წარმომადგენლები არა ხართ, ჩვენ ვართ სხვები და პარლამენტში სულ სხვა ხალხი ხართ. ჩვენგან არჩეული არცერთი არ ხართ, არავის გცნობთ, თქვენ სხვა კანონებს გვატენით, უფლის საწინააღმდეგოდ გვიბიძგებთ სიარულს. გინდა გირჩებივით იჩხრიალეთ, გინდა იყვირეთ, გინდა ევროპული საქართველო იყავით და გინდა შარლ მიშელის ჯგუფი, საქართველო არ ხართ და არაფერი გაქვთ საერთ საქართველოსთან”.- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

ავტორები: გვანცა სანაია, აკო ქიქავა

 

https://youtu.be/77vIcuQ6Rzw

 

banner
წინა სტატიაშიმეუფე საბა:   ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი
შემდეგი სტატიაგაბუნია: ჯონსონთან და მოდერნასთან მოლაპარაკებები აღარ განვითარდა