გაბუნია: ჯონსონთან და მოდერნასთან მოლაპარაკებები აღარ განვითარდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ “სინოფარმის”, “სინოვაკის” და “ფაიზერის” ვაქცინებთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დასრულებულია.

“მოდერნასთან” და “ჯონსონ ენდ ჯონსონთან”  პროცესი დაიწყო, თუმცა აღარ განვითარდა, ვინაიდან ფასი საქართველოსთვის მისაღები არ იყო.

„კონტრაქტი, პირდაპირი ხელშეკრულება და მოლაპარაკება დასრულებული გვაქვს სინოფარმთან, სინოვაკთან და ფაიზერთან. რაც შეეხება ჯონსონს და ჯონსნოს და სხვა ვაქცინებს, მათი მიღების შესაძლებლობა გვაქვს კოვაქსის პლატფორმის საშუალებით. ჩვენ პირდაპირი მოლაპარაკებები მოდერნასთან და ჯონსონთან და ჯონსონთან დავიწყეთ, თუმცა, ეს შემდეგ აღარ განვითარდა, რადგან არ იყო გარკვეული პირობები ჩვენთვის მისაღები. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ფასის გათვალისწინება, მოწოდების ვადების გათვალისწინება, რადგან დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ყველაფერი ამის გათვალისწინებით არჩევანი გაკეთდა იმ ვაქცინებზე, რომელიც დღეს ქვეყანაშია”. – თქვა გაბუნიამ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე: პარლამენტში სულ სხვა ხალხი ხართ, უფლის საწინააღმდეგოდ გვიბიძგებთ[ვიდეო]
შემდეგი სტატიაგერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings საქართველოს ავიაბაზარზე შემოვიდა