მეუფე სტეფანე განკვეთილ სასულიერო პირებზე: თუ რეალური სინანული იქნება, მერე ბევრი რამე შეიძლება მოვიფიროთ

ჩაინიშნება თუ არა წმინდა სინოდის სხდომა – მეუფე სტეფანე ჟურნალისტის კითხვას პასუხობს, რომ ეს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.

“წინასწარ არ ვსაუბრობთ თემებზე და ალბათ იქნება ჭყონდიდის ეპარქიის საკითხებიც” – განაცხადა მეუფემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირს ჰკითხა,  იქნება თუ არა სხდომაზე ჭყონდიდის საკითხები განხილული.

რაც შეეხება განკვეთილი სასულიერო პირების ჭყონდიდის ეპარქიაში დაბრუნების საკითხს, როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი ამბობს, ეს მათ სინანულსა და ქმედებებზე იქნება დამოკიდებული.

“თუ რეალური სინანული იქნება, მერე ბევრი რამე შეიძლება მოვიფიქროთ, რა შეიძლება გაკეთდეს, წინასწარ ვერაფერს გეტყვით”-ამბობს მეუფე.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე: ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებს ვითხოვთ, ვდგავართ და განვიკითხავთ,  ვყვირივართ ათას რამეს, ოღონდ სხვა იყოს დამნაშავე
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე: ეს არის კლიშეები, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის, ეს კარგად ვიცით ჩვენ