მეუფე სტეფანე: ეს არის კლიშეები, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის, ეს კარგად ვიცით ჩვენ

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება. უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირი ამბობს, რომ საქართველო არავის ინტერესებს არ უნდა გადაყვეს და ქართველებს უნდა ახსოვდეთ, რომ ისინი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრობენ.

“ეს არის კლიშეები, ოკუპანტი ქვეყანა საქართველოსთვის მხოლოდ რუსეთი არ არის, ეს კარგად ვიცით ჩვენ და როცა გვაწყობს, ამაზე ვლაპარაკობთ, როცა არ გვაწყობს, არ ვლაპარაკობთ. ის რუსეთი, ის ამერიკაც, ის თურქეთიც, ირანიც, არ არიან თავის თავზე დამოკიდებული. უფალს როგორც უნდა, ისე გადაწყდება, ჩვენ არავის ინტერესებს არ უნდა გადავყვეთ, ჩვენ ვიცით საქართველო, რომელიც არის ღვთიმშობლის წილხვედრი, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრების წესი უნდა გვქონდეს ისეთი, რომ დავიმსახუროთ ვიყოთ თავისუფალი და გახარებული ქვეყანა.

ჩვენი მთავარი საზრუნავი არ უნდა იყოს, სამხედრო და პოლიტიკურ ალიანსებზე ზრუნვა, ჩვენ უნდა უფალთან დავიმკვიდროთ ადგილი. პოლიტიკოსების ინტერესებს ვერ დავაკმაყოფილებ, რადგან არავის ვემხრობი, არც რუსეთს, არც ამერიკას.  ვემხრობი ყველას,  ვინც ნორმალურად ცხოვრობს და უფლის წინაშე ცდილობს, რამე გააკეთოს. “- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე განკვეთილ სასულიერო პირებზე: თუ რეალური სინანული იქნება, მერე ბევრი რამე შეიძლება მოვიფიროთ
შემდეგი სტატიაასეთ უტიფარ ნაძირლობას ეკლესია აცხადებს იმიტომ, რომ გაამართლოს ილია მეორის შეშლილი იდეა – საქართველოს კორონა ვერ მიეკარებაო