მეუფე სტეფანე: ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებს ვითხოვთ, ვდგავართ და განვიკითხავთ,  ვყვირივართ ათას რამეს, ოღონდ სხვა იყოს დამნაშავე

ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებს ვითხოვთ, ვდგავართ და განვიკითხავთ,  ვყვირივართ ათას რამეს, ოღონდ სხვა იყოს დამნაშავე და  შენ არაფერში ხარ დამნაშავე, თავს ვიმართლებთ და მადლს ვკარგავთ, – ამის შესახებ მეუფე სტეფანემ, მარტვილში, მიძინების ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა(ქადაგების ნახვა სრულად შეგიძლიათ “თაიმერის” ფეისბუქ ლაივში”)

“უფალი გვაძლევს სიხარულს და ამ სიხარულს ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერ აღვიქვავთ. როცა უფალი გვაძლევს განსაცდელს და განსაცდელის გამო ვტირივართ და ვწუხვართ მაშინ, როცა ყველაფერი ღვთის სიყვარულით ხდება ჩვენთვის. შენ, როცა სიხარული გეძლევა გგონია, რომ მეტის ღირსი ხარ და ამას არ ღებულობ როგორც შენთვის მოცემულ მადლს და ეძებ უფრო მეტს, ვიდრე შენ იმსახურებ.

გგონია, რომ ის სიხარული არ არის ისეთი, უფრო მეტი გჭირდება და დიდი სიხარულით უნდა გაიხარო და ამ დროს  უფალი ამბობს, ბავშვებივით იყავითო.  ბავშვებს უხარიათ არა განსაკუთრებული რამე, არამედ სიცოცხლე უხარიათ, გვერდით რომ მშობლები არიან, უხარიათ, ბავშვებთან თამაში უხარიათ, თოვლი, მზე რომ გამოდის, უხარიათ,-  ამას ჩვენ უკვე მოვაკლდით, იმდენად ვართ ერთმანეთზე დაგეშილები და ერთმანეთის მიმართ ვართ პირდაპირ მტრულ ურთიერთობაში გადასული, რომ ადამიანი ადამიანისთვის მოყვასი რომაა გვავიწყდება. მტრად ვუყურებთ ადამიანს მაშინ, როცა ადამიანი ღვთის ხატებაა. უფალმა მოგვცა უდიდესი მადლი, რითაც ჩვენ უფლის ხატება ვართ და შეგვიძლია ამ ხატებით უდიდესი საქმეები ვაკეთოთ და სასიკეთო ცვლილებები შევიტანოთ ცხოვრებაში, ჩვენ რევოლუციურ ცვლილებებს ვითხოვთ, ვდგავართ და განვიკითხავთ,  ვყვირივართ ათას რამეს, ოღონდ სხვა იყოს დამნაშავე და  შენ არაფერში ხარ დამნაშავე, თავს ვიმართლებთ და მადლს ვკარგავთ. “- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

banner
წინა სტატიაშიკულება: რუსეთის აგრესია დასრულდება მაშინ, როდესაც დასავლეთი მოსკოვს მკაფიო სიგნალს გაუგზავნის
შემდეგი სტატიამეუფე სტეფანე განკვეთილ სასულიერო პირებზე: თუ რეალური სინანული იქნება, მერე ბევრი რამე შეიძლება მოვიფიროთ