მეუფე შიო: ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე

სამების საკათედრო ტაძარში ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა აღევლინა. წირვის დასრულების შემდეგ მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ მეუფე შიომ ქადაგებით მიმართა.

“რაც მოხდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელის ცხოვრებაში, ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაშიც ეს წამი თუ წუთი დგება, როდესაც ჩვენს გულს, გონებას ეხება უფლის მადლი. განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა, ყველა ადამიანს სმენია ეს ტკბილი სახელი, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი. ადამიანზეა დამოკიდებული ის მიიღებს თუ არა იესო ქრისტეს თავის გულში, ამაზეა დამოკიდებული მისი სულიერი ცხოვრება. ამაზე გვაფიქრებს დღეს დღევანდელი დღე, რომ ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ ჩვენს გულში უფალი იესო ქრისტე, უნდა ჩაისახოს ჩვენს გულში, ჩვენს სულში, ვინაიდან ადამიანი ეს არის ტაძარი ღვთისა, უფალი უნდა აღორძინდეს და გაძლიერდეს ჩვენს სულში, უნდა შევიმოსოთ ღვთის მადლით. ამაზე გვეუბნება დღეს დღევანდელი დღე.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი პატრიარქზე – ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება