რესპუბლიკური საავადმყოფოს კიდევ 16 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს დორექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, კლინიკაში ამ დროისთვის დაკვირვების ქვეშ 51 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, გუშინ გამოკვლეული 16 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა.

„მათგან უმრავლესობამ დატოვა ჩვენი კლინიკა. დღეს კიდევ 18 პაციენტს გაუკეთდა დილიდან ანალიზი და ამის პასუხებს ხვალ მოგახსენებთ“ , – აღნიშნა გოფოძემ.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სასწრაფო დახმარების ორი ჯგუფი თვითიზოლაციაში გადავიდა
შემდეგი სტატიამეუფე შიო: ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე