მეუფე გრიგოლი პატრიარქზე – ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს, ვიდრე მის ფიზიკურ მდგომარეობას შეეფერება

თუ დამიჯერებთ და ყურადღებით, მორჩილებით იქნებით, მე მგონი, რომ გაივლის ეს დღეები, თქვენ ყველაზე მეტად ეკლესიურები გახდებით, ამის დიდი შანსი გაქვთ. სხვა დროს კაცი ვერ მოგიყვანთ ტაძარში. არა ისე, ვირუსივით ჩუმად რომ შემოხვალთ, არამედ რწმენით, სიყვარულით და რა თქმა უნდა თქვენი მაღალი პროფესიონალიზმი ეს იქნება ყველაზე კარგი. დამერწმუნეთ ყველაფერი კარგად იქნება, მე რაც შემიძლია გითხრათ ის არის, რომ რამდენადაც სპეციალისტები რასაც ურჩევენ მოქალაქეებს, ეკლესიას, მემგონი, რომ ყველაფერი მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული. რომ გითხრათ, შემოთავაზებული ნორმები , ეს არის აბსოლუტური საშუალება ვირუსისგან დაცვისა, რა თქმა უნდა ეს მთლად ასე არ არის, მაგრამ, ალბათ მინინმუმამდე დაჰყავს დაინფიცირების რისკი. აბსოლუტური დაცული ამ ქვეყანაში არავინ არ არის. ამრიგად, ვეცადოთ შევასრულოთ ყველა ის წესი და რიგი მქსიმალურად, თორემ მხოლოდ რაღაც ერთ ეპიზოდზე ღვთის მსახურებისა გამოკიდბა, მაშინ როცა მანამდე მისვლამდეც არის საფრთხე დაინფიცირებისა, არ არის საჭირო. სააღდგომო მსახურება ჩატარდება ღია ცის ქვეშ, სადაც ემბაზი, წყალკურთხევის შენობაა, ან ტაძრის შესასვლელთან. ნებისსმიერ შემთხვევაში აქ სივრცე საკმაოდ არის, სადაც ხალხი შეძლებს დასწრებას, რა თქმა უნდა თუ საგანგებო რეჟიმი მათ მისცემს ამის საშუალებას.

– რატომ არ ესწრებოდა პატრიარქი წირვას?

,,ვერ გეტყვით , არის ხოლმე შემთხვევები როცა არ ესწრება პატრიარქი. ხან შეუძლოდ არის ადამიანი , ხან გადაღლილია. მეც მქონია ასეთი შემთხვევა, ნებისმიერს. ასე, რომ მე ვერ გეტყვით ამას რა თქმა უნდა . რატომ უნდა გაგიკვირეთ პატრიარქი ვერ დაესწროს, იცით ყველამ მისი მდგოარეობა და აქედან გამომდინარე ნუ მოვთხოვთ იმაზე მეტს ახლა მის ფიზიკურ მდგომარეობას ვიდრე შეეფერება – განაცხადა ხობისადა ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშიმეუფე შიო: ყველა ჩვენთაგანმა უნდა მივიღოთ გულში უფალი იესო ქრისტე
შემდეგი სტატიასაქართველოს ბანკმა 55 მილიონი დოლარის მოცულობის მოზიდვით კაპიტალისა და ლიკვიდურობის პოზიცია კიდევ უფრო განიმტკიცა