“მეუფე პეტრეს გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ ჭეშმარიტი დასტური მისი გულწრფელი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა”

“მეუფე პეტრეს გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ ჭეშმარიტი დასტური მისი გულწრფელი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა. ფარისევლობის, ზნეობისა და ქრისტიანული დოგმატების ხარჯზე შეუძლებელია იქადაგო სიმართლე.”– ამის შესახებ სოციალურ ქსელში მღვდელმონაზონი ანდრია წერს.

მისი თქმით, ეკლესიოლოგიური სწავლებების დარღვევა დასავლურობასა და პროგრესულობას არ ნიშნავს

“მართლმადიდებლობა არ არის: იუდაიზმი, ბუდიზმი, კათოლციზმი და ისლამი, რადგან ამ რელიგიებს აქვს განსხვავებული მოძღვრება. შეუძლებელია ჩვენ ყველაფერში ვეთანხმებოდეთ ერთმანეთს და პრინციპში ეს არც გვევალება. რელიგიების ,,ძალით ჩახუტება” ვხედავთ, რომ ორგანიზაციებმა ვერ განახორციალეს წლების განმავლობაში, მაგრამ ჯიუტად მაინც აგრძელებენ ამ მიმართულებით ახალი პროექტების წარმოებას. პიროვნულად ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, გვექნება დიალოგი, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ გადავხაზავთ საეკლესიო სწავლებას და შევითვისებთ ,,ახალს”.

გარეგნული ფორმები შესაძლებელია შეიცვალოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ქრისტიანული სწავლება. თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. დასავლურობასა და პროგრესულობას არ ნიშნავს მთელი რიგი ეკლესიოლოგიური სწავლებების დარღვევა. ვინც ამას გვიკიჟინებს ან თავად არის უსწავლელი, ჩაუხედავი ეკლესიის მოძღვრებაში ან სულაც შეგნებულად იბნელებს თავს.”-წერს სოციალურ ქსელში მღვდელმონაზონი ანდრია.

banner
წინა სტატიაში“მიტროპოლიტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს”- რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია
შემდეგი სტატიაანა სუბელიანზე თავდამსხმელს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა