“მიტროპოლიტს თავზე ტომარა ჩამოაცვეს”- რას იხსენებს ცოტნე გამსახურდია

ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს თუ როგორ ექცეოდნენ რუსები ქართველ მღვდელმთავრებს.

„დღევანდელი ქუთათელი ეპისკოპოსის, მოღალატე, რუსეთუმე ნაძირალა იოანეს საყურადღებოდ ვიხსენებ ამ ამბავს. მიაწვდინეთ, ვისაც შეგიძლიათ!

ფაქტები, როგორ ექცეოდნენ რუსები ჭეშმარიტად ქართული სულის მღვდელმთავრებს!

ქუთაისის მიტროპოლიტი დოსითეოზი, როგორც ვარაუდობენ, გზაზე მოაშთეს… მას თავზე ჩამოცმული ჰქონია ტომარა, და ისე უმოწყალოდ ექცეოდნენ, რომ მოხუცებული გაიგუდა…

1820 წლის 4 მარტს რუსეთის მთავრობის საგანგებო ბრძანებით, ისე რომ ამ ამბავს კიდევ ახალი მღველვარება არ მოჰყოლოდა, შეიპყრეს დოსითეოზ ქუთათელი და ეფთვიმე გაენათელი. ორივე მღვდელმთავარს ტომრები ჩამოაცვეს თავზე, შეუკრეს ხელ-ფეხი და მათრახების ცემით წაიყვანეს, ასევე სასტიკად გაუსწორდნენ სხვა შეპყრობილ აჯანყებულებს, ზოგი მათგანი ჩამოახრჩვეს და ზოგიც რუსეთში გადაასახლეს სამუდამოდ.

ნატანჯი და ნაცემი მღვდელმთავრები დაბა სურამში შეაჩერეს, სადაც ერთ დედაკაცს მათთვის წყალი მიუწოდებია დასალევად. წმიდა ეფთვიმეს კბილები სრულიად ჩამოცვენილი ჰქონია ცემისაგან და სისხლი უღებია პირიდან. სამოცდათერთმეტი წლის სასტიკად ნაცემი წმიდა დოსითეოზი 5 მარტს, გზაში გარდაიცვალა.
დაკრძალულია ანანურის ტაძრის ეზოში“, – წერს ცოტნე გამსახურდია.

banner
წინა სტატიაშითბილისის ერთ-ერთ ბაგა-ბაღში მუნის შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“მეუფე პეტრეს გამოსვლა იყო კიდევ ერთხელ ჭეშმარიტი დასტური მისი გულწრფელი მართლმადიდებლური მსოფლმხედველობისა”