შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ხვალ ვამარცხებთ ბაყბაყდევს და მთელი ერია ცისკარა

“ლეიბორისტული პარტიის” ბოლო მიმართვა ამომრჩევლებს – შალვა ნათელაშვილმა შეკრებილ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ასეთი ოქროსფერი შემოდგომა ბავშვობის შემდეგ არ ახსოვს და ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვება ძალიან ახლოსაა.

მისი თქმით, ეს გამარჯვება მთელი ქვეყნისთვის რამდენიმე საათში უნდა დადგეს.

“ქართული მითოლოგია ძირითადად აგებულია ბოროტისა და კეთილის ბრძოლაზე და ჩვენ ვიცით ცისკარა, რომელმაც ბაყბაყდევი დაამარცხა და სოფელს წყალი დაუბრუნა ამით. ასე ვამარცხებთ ჩვენ ხვალ ბაყბაყდევს და ცისკარა უკვე ერთი პიროვნება და ერთი გმირი კი არ არის, მთელი ერია ცისკარა, მთელი ოპოზიციაა ცისკარა”, – თქვა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილის თქმით, მათ უნდა მოისმინონ შეტყობინებები, რომ საქართველოდან ნიუ-იორკში, სანფრანცისკოში, მებრუნში უკვე ფრენები ხორციელდება, იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოდიან ინვესტორები.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის სამინისტროში „ცენტრალური ონლაინ კლინიკა“ ამოქმედდა
შემდეგი სტატიამეუფე მელქისედეკი: უნდა მივიდეთ არჩევნებზე და ჩვენი წილი პასუხისმგებლობა ვიტვირთოთ