მეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე: სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება

“მე ვერ შევამჩნიე პროკურატურას და შსს-ს, რომ ვინმეს ხელს აფარებდნენ”, – ეს განცხადება ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმზე საუბრისას გააკეთა.

მეუფე აცხადებს, რომ მას სჯერა გამოძიების და მაგალითად დათო სარალიძის მკვლელობის საქმე მოჰყავს.

„სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება. თუ გამოძიებაა, ზერელედ არ უნდა გამოიძიო. მე ვერ შევამჩნიე პროკურატურას და შსს-ს, რომ ვინმეს ხელს აფარებდნენ. მთავარია ითქვა, რომ იყო მკვლელობა.

ჩემი გულისტკივილი მინდა გამოვხატო – ყველას ვუსამძიმრებ გიორგი შაქარაშვილის სიკვდილს მთელ საქართველოს, არა მარტო მის ოჯახს. ჟურნალისტებმა ბევრი რამე გააკეთეთ, მაგრამ არა მგონია, რომ ძიება აქამდე არ მისულიყო, უფრო ღრმადაც ჩავლენ.

გულსატკენია, აქეთაც ახალგაზრდებია, რამდენი ადამიანი იღუპება. იქეთ გარდაცვლილი გვყავს, აქეთ კიდევ ამდენი ახალგაზრდაა.

​ჩემი თხოვნა იქნება ნებისმიერი პირის მიმართ, ოჯახის და გიორგის ტრაგედიას პოლიტიკოსები ნუ შეეხებიან. ვინც პოლიტიკოსია, ნუ მოიტყუებიან, ტელევიზიის დირექტორი ვარო”, – აცხადებს ეპისკოპოსი.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – ოთხდღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ ფეხბურთელის ცხედარს მდინარე არაგვში მიაკვლიეს.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიხუთ ახალ პაციენტს კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაშაორის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,დაშავდა რამდენიმე ადამიანი