ხუთ ახალ პაციენტს კორონავირუსი საკარანტინო სივრცეში დაუდასტურდა

საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევიდან ყველა შემოტანილია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ხუთივე პაციენტი იდენტიფიცირებულია კარანტინში, ნაწილი არის საქართველოს მოქალაქე, ნაწილს კი ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

„ამჯერად ახალ შემთხვევებს შორის არც ერთი არ არის სატვირთო ავტომობილის მძღოლი. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განმარტა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ზოგად ვითარებას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„გვაქვს ყოველდღიურად ერთეული შემთხვევები. უმრავლესობა არის იმპორტირებული. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხშირად ინფიცირებულები არიან სატვირთო ავტომობილის მძღოლები, რომლებიც გადაზიდვებს ახორციელებენ “ , – დასძინა გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიკობალაძე შვილის დაკავებაზე-“არის ჯანმრთელი ბავშვი, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს”
შემდეგი სტატიამეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე: სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება