შაორის ტბასთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,დაშავდა რამდენიმე ადამიანი

შაორის ტბასთან ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ცნობილი ხდება, გზაზე მაზუთი იყო დაღვრილი, რაც სავარაუდოდ, შეჯახების ​მიზეზი გახდა.

შსს-ში აცხადებენ,რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).

banner
წინა სტატიაშიმეუფე იაკობი შაქარაშვილის საქმეზე: სარალიძის ამბავმა აჩვენა, რომ არაფერი ჩაიფარცხება
შემდეგი სტატიამდინარე რიონში, 72 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს