“მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა” – მეუფე პეტრე

მეუფე პეტრე (ცაავა) ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობის მუქარას და გამყიდველად მოხსენიებას ეხმაურება და ამბობს, რომ მეუფე იაკობი კრიმინალურად აზროვნებს და ის საბჭოთა საპატრიარქოს სახეა.

“მეუფე პეტრემ გამოუტანა თავის თავს წლების წინ განაჩენი, რომ მან სიცოცხლის ბოლომდე მტკიცედ და შეურყეველად იბრძოლოს ეკლესიაში არსებული უწმინდურობისა, უკანონობისა და უსამართლობის წინააღმდეგ, საბჭოთა მემკვიდრეობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა ნებისმიერი მსხვერპლის ფასად.

რაც შეეხება დამალვას, დედამიწის ზურგზე არ არსებობს ადგილი, სადაც ღმერთი არ იყოს და მე არ ვიყო ღმერთთან, მაგრამ უგუნურია და ბნელია მეუფე იაკობი ქრისტიანულად ვერ აზროვნებს, ის აზროვნებს კრიმინალურად, რა თქმა უნდა მე ვარ ყველაფრისთვის მზად.

ზოგადად მეუფე იაკობი არის სახე საპატრიარქოსი, მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა დედა ეკლესიაში” – ამბობს მეუფე პეტრე (ცაავა).

შეგახსენებთ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა, მეუფე პეტრეზე საუბრისას განაცხადა, რომ მან საკუთარ თავს განაჩენი უკვე გამოუტანა და რომ ამაზე პასუხს აგებს.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: ნიკა მელია 20 ივნისს არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ ახდენდა, შესაბამისად, გადატრიალებაზე მის მიმართ წარდგებილი მუხლი შეკერილია
შემდეგი სტატიაკობახიძის ფეისბუქ პოსტი “სახელმწიფოსა და ეკლესიის მტრებზე”