ელისაშვილი: ნიკა მელია 20 ივნისს არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ ახდენდა, შესაბამისად, გადატრიალებაზე მის მიმართ წარდგებილი მუხლი შეკერილია

ღრმად ვარ დარწმუნებული და ხელის გულზე დევს, რომ ნიკა მელია 20 ივნისს არანაირ სახელმწიფო გადატრიალებას არ ახდენდა, შესაბამისად, გადატრიალებაზე მის მიმართ წარდგებილი მუხლი პოლიტიკურად მოტივირებული და შეკერილია, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ეს არის ნიკა მელიასთვის პოლიტიკური ბრალი.

„ვფიქრობ, რომ დამოკიდებულება – გირაოს არ გადავიხდი, სწორი პოზიცია არ არის. ნიკა მელია ციხეში ჩასაჯდომად ადამიანურადაც არ მემეტება, მით უფრო გირაოს გადაუხდელობის მოტივით. ჩემზე რომ იყოს, თუ მეგობრულად და ადამიანურად ვურჩევდი, მასთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რომ ეს თანხა გადაიხადოს და გირაოს გადაუხდელობის გამო ციხეში არ წავიდეს. მზად ვარ, თავი არ დავზოგო, ჩვენს პარტიას და კვალიფიციური იურისტები გვყავს და ვეცადოთ, რომ ეს ბრალი მოეხსნას და გაქარწყლდეს აბსურდული ბრალდება, რაც აქვს. პირველ შემთხვევაში, პარლამენტის გადაწყვეტილება სამარცხვინო იყო, როცა მას უფლებამოსილება შეუჩერეს. ჩვენ ვიქნებით კატეგორიულად წინააღმდეგი, რომ ნიკა მელიას ამ აბსურდული ბრალდების გამო უფლებამოსილება შეუჩერდეს და ასევე, მოვუწოდებთ, როგორც „ევროპელ სოციალისტების“, ასევე „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ უფლებამოსილება არ შევუწყვიტოთ, ეს არ არის სწორი საქციელი არც პოლიტიკურად, არც ადამიანურად და არც სამართლებრივად არ იქნება გამართლებული“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშილევან იოსელიანი: ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას ჩვენ მხარს არ დავუჭერთ
შემდეგი სტატია“მეუფე იაკობი არის სახე საბჭოთა და პედარასტი პატრიარქისა” – მეუფე პეტრე