მეუფე გრიგოლი საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება

ფოთის საკათედრო ტაძრის საკონფერენციო დარბაზში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო საკუთარი ეპარქიის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას ასევვე ქალაქის ეპიდემიოლოგი მაკა გაბუნია და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია ესწრებიან. თუ რა საკითხების განხილვა მოხდება ჯერ-ჯერობით უცნობია.
,,იმიტომ იმართება ეს შეხვედრა რომ პრობლემას უფრო ღრმად ჩავხედოთ, თვალი გავუსწოროთ სინამდვილეს და ის ნაბიჯები გადავდგათ, რომელიც დაგვეხმარება ამ სირთულეებთან გამკლავებაში, “-განაცხადა მეუფე გრიგოლმა . შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი: იუსტიციის სახლებში რიგებში ერთმანეთისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცავით
შემდეგი სტატიაახალი კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებები ტარდება ფოთში