მეუფე გრიგოლი – პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო

საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო, -ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა საპატრიარქოში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განაცხადა.

,,ცხოვრება თავისი დინებით მიმდინარეობს. საპატრიარქო კი არა, დღეს ხედავთ, რომ მთელი ქვეყანა გარკვეულწილად მღელვარებამ მოიცვა და პირველ რიგში, სიმშვიდეა საჭირო და ამის შემდეგ უკვე საუბარი იმ პრობლემებზე, რომლის წინაშეც დგას ეკლესია , ქვეყანა, თუ თითოეული ადამიანი,“-აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა ის მხარს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას, მეუფე გრიგოლი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია.

,,მნიშვნელოვანი ის არ არის, მე ვუჭერ თუ არ ვუჭერ მხარს, მნიშვნელოვანი არის ის, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეკლესია და ამის დროც დადგება. დღეს ისეთ საგანგებო მდგომარეობაში ვართ, რომ ვფიქრობ ყველა საკითხმა უკან დაიხია. მთავარია, კიდევ ერთხელ გეუბნებით, სიმშვიდე , დადინჯება და მხოლოდ ამის შემდეგ მსჯელობა იმ საკითხებზე, , რომლებიც ჩვენგან ითხოვს პასუხებს,“-განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

კითხვაზე, არსებულ არსებულ ვითარებაში, უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი, მეუფე გრიგოლი პასუხობს, რომ ,,ამას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გადაწყვეტს.“

banner
წინა სტატიაშიმეტროსადგურ „დიდუბიდან“ „ახმეტელის თეატრის“ მიმართულებით, რამდენიმე წუთით მატარებლების მოძრაობა შეფერხდა
შემდეგი სტატია„თბილისი ენერჯი“ – ოქტომბერში კომპანიის სპეციალისტებმა დედაქალაქში 7053 დარღვევა გამოავლინეს