მეუფე გრიგოლი – კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ალბათ მოგვიწევს, წირვა მრევლის გარეშე ჩავატაროთ

კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ჩვენ ალბათ მოგვიწევს წირვა მრევლის გარეშე ჩავატაროთ, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

„არავის არ ვურჩევ დაარღვიოს კანონი, რადგან მძიმე ჯარიმების გადახდა უწევთ და შეიძლება მერე კიდე მეტი სირთულეები დაუდგეთ წინ“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

ამასთან, მეუფე გრიგოლმა სასულიერო პირების ტესტირებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სასულიერო პირების ტესტირება არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.

„ჩვენ ქვეყანაში რამდენადაც ვიცი, დაახლოებით სამმილიონ ნახევარია მოსახლეობა. ნეტავ იგი ყველას ჩაუტარდეს სათითაოდ. ციფრი გაიზრდება უცებ, მაგრამ გვეცოდინება მაინც ვინ ვართ საფრთხის მატარებელი. ეს ინფექცია არა იმდენად მაწუხებს, რომ მე არ შემეყაროს, არამედ მე არ შევყარო სხვას, ამაშია მთელი მზაკვრობა ამ ვირუსისა და მე ამაში არანაირ პრობლემას არ ვხედავ. ისე, როგორც ბევრს, რომლებიც საჯარო სამსახურებში არიან, ბევრ ხალხთან უწევთ ურთიერთობა, იგივე მაღაზიები, სხვადასხვა სფეროები არის, ალბათ ყველას უნდა მიეცეს. მქონდა მცდელობა, ეს ტესტირება ჩამეტარებინა დაახლოებით სამი-ოთხი კვირის წინ, თუმცა მაშინ ვერ მოვახერხე, მაგრამ ისეთი ანალიზები მაინც გავიკეთე, რომელიც მიმანიშნებდა მაინც აუცილებელია თუ არა კორონავირუსზე ტესტის ჩატარება“, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიასამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ დევნილებს სასურსათო პროდუქტი გადაეცათ