საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 60 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 242 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 60 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4856 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 370.

banner
წინა სტატიაშიიმერეთში კორონავირუსისგან სამი პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი – კომენდანტის საათის შემთხვევაში მრევლი ვერ შეძლებს მოსვლას და ალბათ მოგვიწევს, წირვა მრევლის გარეშე ჩავატაროთ