მეუფე ანტონი ეკლესიაში პედოფილიაზე-ჩემთვის ეს ახალი არაა, მე ვიცოდი

“ჩვენთვის ეს არახალია. მე ვიცოდი და ვიცი, რაც ხდება. ჩვენ ამას დროდადრო ვისმენთ ადამიანებისგან”, – ასე პასუხობს მეუფე ანტონი ტვ პირველის ეთერში, გადაცემაში “რეაქცია”, წამყვანის მიერ დასმულ კითხვას ეკლესიაში შესაძლო პედოფილიის ფაქტებზე.

ჟურნალისტმა მეუფე ანტონს ჰკითხა შეეფასებინა, გუშინ, 5 ოქტომბერს, საპატრიარქოსთან უცნობი არტისიტის მიერ მოწყობილი ინსტააცია, რომელიც მიზნად სწორედ ეკლესიაში არსებული შესაძლო პედოფილიის შემთხვევების მხილებას ეხებოდა.

“მე ველოდი, რომ ოდესღაც ეს ასე იქნებოდა. იმიტომ, რომ დაძაბულია ფონი, სიტუაცია. ადრე თუ გვიან ასე იქნებოდა, იმიტომ, რომ ეს ახლა კი არა, კომუნისტების დროდან მოდის. ისინი რომ იღებდნენ ფილმებს, სულ ოხროხინედ გვაჩვენებდნენ. რომ სასულიერო პირნი დაკნინებულნი ყოფილიყვნენ”, – ამბობს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი.

როგორც თავად ანონიმურმა არტისტმა განმარტა, ინსტალაცია სახელწოდებით გახლეჩილი /Split, 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ, განყენებული მიტროპოლიტის, პეტრე ცაავას მიერ გაკეთებულ განცხადებებს პედოფილიის შესაძლო შემთხვევებს ეხებოდა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ეკლესიაზე ორკესტრირებულ შტურმს აწარმოებენ
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი პარტიულ აქტივთან დახურულ შეხვედრას მართავს