ირაკლი კობახიძე – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განშტოებები ეკლესიაზე ორკესტრირებულ შტურმს აწარმოებენ

ყველა ვხედავთ, რომ ეკლესიაზე არის ორკესტრირებული შტურმი და ამ შტურმს აქვს პოლიტიკური საფუძველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ყველა კარგად ხედავს, ვინ დგას ეკლესიაზე შტურმის უკან.

„შეგიძლიათ მარტივად გადახედოთ „ფეისბუქს“ და მარტივად ნახავთ, რომ დიდიან-პატარიანად ერთი და იმავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი განშტოებების აქტივის წარმომადგენლები აწარმოებენ ორკესტრირებულ შტურმს. შტურმი არის ინიცირებული მათ ლიდერების მიერ, ამას ჰქონდა საბაბი. სინოდის ცნობილი შეხვედრის შემდეგაც არის მათი ხელწერა. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან მოყოლებული ისინი აწარმოებდნენ შეტევას ეკლესიაზე სხვადასხვა ფორმით. ეს შეტევა გრძელდება, რასაც ჩვენ, ბუნებრივია, დავუპირისპირებთ პასუხს. პასუხი კი იქნება ის, რომ ჩვენ დავიცავთ ეკლესიის ინტერესებს, პატრიარქის ინტერესებს და ამ კუთხით გაკეთდება ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენებასთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიამეუფე ანტონი ეკლესიაში პედოფილიაზე-ჩემთვის ეს ახალი არაა, მე ვიცოდი