ბიძინა ივანიშვილი პარტიულ აქტივთან დახურულ შეხვედრას მართავს

“ქართული ოცნება” დახურულ კონსულტაციებს მართავს. ბიძინა ივანიშვილი ამ წუთებში პარტიის წევრებს კახეთში ხვდება.

კაჭრეთში მიმდინარე შეხვედრის შესახებ, მედიაში ინფორმაცია არ გავრცელებულა. ქართული ოცნების თავმჯდომარე პარტიის თბილისის რაიონული ორგანიზაციის წევრებს ხვდება.

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიმდინარეობს მზადება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.

“ჩვენ უკვე ვიწყებთ მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. ჩვენ გვაქვს ამბიციური პარტიული ამოცანა, რომ ამ არჩევნებზე ავცდეთ 50%-იან ნიშნულს,”-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“ქართული ოცნების” დეპუტატების განცხადებით, აღნიშნულ ფორმატში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართა. 10 რეგიონის შემდეგ, კი კონსულტაციები თბილისის ორგანიზაციის აქტივისტებთან შეხვედრით დასრულდება.

დღევანდელ შეხვედრას, რომლის მთავარი თემა მიმდინარე პარტიული საკითხები და მომავალი არჩევნებია, პატრიის თავმჯდომარესთან ერთად კახი კალაძე და უმრავლესობის წევრები ესწრებიან.

banner
წინა სტატიაშიმეუფე ანტონი ეკლესიაში პედოფილიაზე-ჩემთვის ეს ახალი არაა, მე ვიცოდი
შემდეგი სტატიამიტროპოლიტი ნიკოლოზი მეუფე პეტრეს სისხლის სამართლებრივ დასჯაზე საუბრობს