გივი თარგამაძე: ეს ყველაფერი ფარსია, მთავარ კითხვას რომ არ გაეცეს პასუხი – ვინ ავრცელებს კადრებს

ლელუაშვილს რომ გარდაბნის ქოცურ შტაბს ამართინებდნენ, მაშინ არ ახსოვდათ? – კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავებას სოციალურ ქსელში ეხმაურება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გივი თარგამაძე.
,,კვლავაც ისრების გადატანა, გადაღეჭილის ღეჭვა. ახლა გაახსენდათ, რომ ის ვიდეოები ვიღაცამ ჩაწერა? დღეს დაკავებულებთან მთავარი გადამაპორტირებელი ხვედელიძიდან დაწყებული ყველანი რომ თანამშრომლებოდნენ, ლელუაშვილს კი სულაც ამასწინათ გარდაბნის არჩევნების ქოცურ შტაბს ამართინებდნენ, მაშინ არ ახსოვდათ? ან ყველა გადაპორტირებული დააკავეს? თუ ერთი ნაწილის ჩვენებებით მეორენი? ამჟამინდელი ქალაქის სუს-ის უფროსის, კუდის ყოფილი მაღალჩინოსნის ნიკა შარაძის ჩვენებებზე ხომ არ ააწყვეს საქმე? ხო, მართლა, არ იცოდით? დღეს ქალაქის სუს-ს ის ხელმძღვანელობს. რომელია, იცით? აი მთელი ალიაქოთი რომ ჰქონდათ ატეხილი, კონკრეტულ კადრებში ვანო მერაბიშვილი ორ გვამს ითხოვსო, მის გვერდით დგას და დავალებებს იღებს სწორად ნიკა შარაძე, ქალაქის სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელი. საკვირველია? არა. ვინაიდან ეს ყველაფერი ფარსია, წარმოებული მხოლოდ იმისათვის, რომ არ გაეცეს პასუხი მთავარ კითხვას – ვინ ავრცელებს საჯარო სივრცეში პორტირებული კუდელებისგან გადაბარებულ წინა ხელისუფლებისას შიშით ვერგავრცელებულ ვიდეოებს და რატომ ლაპარაკობენ ვიდეოტერორისტების ტექსტებით უმრავლესობის დეპუტატები დღესაც, გუშინაც და გუშინწინაც? საკუთარ გლუვ ღვთაებას ხომ არ დაიჭერენ?“ – წერს გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: „ქართულ ოცნება“ არის ის გუნდი, რომელსაც აქვს ყველაზე დიდი უპირატესობა
შემდეგი სტატიაშალვა რამიშვილის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს