მეტეოროლოგების თქმით, აშშ-ში სიცოცხლისთვის საშიში ბუნებრივი მდგომარეობაა

ორშაბათს ზამთრის ქარებმა ექსტრემალურად ცივი ტემპერატურა და ყინვა მოიტანა აშშ-ს დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილში, რომლის გამოც მთავრობა მოსახლეობას მოუწოდებს შეძლებისდაგვარად სახლებიდან არ გავიდნენ.
კვირას ჩიკაგოსთან 12 წლის გოგონა დაიღუპა, რომელიც აშენებული თოვლის კოშკის ნანგრევებში მოყვა. მისი 9 წლის მეგობარი კი თოვლიდან ამოთხრის შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ამბობენ, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნიუ-იორკიდან ბოსტონამდე და მთელი ჩრდილოეთ ახალ ინგლისამდე ტემპერატურა -13 გრადუსამდე დაეცა, რომლის შედეგადაც თოვლი გაიყიდა – მერილენდის ეროვნულმა მეტეოსამსახურმა გაავრცელა. სიტუაციას ართულებს ქარი, რომლის სიჩქარე 48-64 კმ/საათია – ამერიკული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიჩრდილოეთ კორეაში ახალი საიდუმლო ობიექტები იპოვეს
შემდეგი სტატიააშშ და “თალიბანი” კატარში მოლაპარაკებებს გამართავენ