ჩრდილოეთ კორეაში ახალი საიდუმლო ობიექტები იპოვეს

ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე ახალი საიდუმლო ობიექტი იპოვეს, რომელიც სარაკეტო საქმიანობას უკავშირდება და რომელზეც, ფხენიანს არასდროს ულაპარაკია – ამერიკული მედია ავრცელებს. ექსპერტების თქმით, ბაზა ფხენიანიდან 212 კილომეტრში მდებარეობს. ანალიტიკოსებმა 2018 წლის 27 დეკემბრის თანამგზავრის ფოტოები შეისწავლეს და გაარკვიეს, რომ ბაზაში მიწისქვეშა ბუნკერია, ასევე, ორი ობიექტი: აკადემია და საწვრთნელი მოედანი.

NBC News-ი აღნიშნავს, რომ ინფორმაცია დონალდ ტრამპის განცხადებამდე ორი დღით ადრე გამოქვეყნდა, სადაც მან ჩრდილოეთ კორეასთან მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ დონალდ ტრამპი და კიმ ჩენ ინი მოლაპარაკებების მეორე რაუნდს თებერვლის ბოლოს ვიეტნამში გამართავენ.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა სირიის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
შემდეგი სტატიამეტეოროლოგების თქმით, აშშ-ში სიცოცხლისთვის საშიში ბუნებრივი მდგომარეობაა