აშშ და “თალიბანი” კატარში მოლაპარაკებებს გამართავენ

“თალიბანის” პრეს-მდივანმა ზაბიჰულა მუჯახიდმა განაცხადა, რომ კატარის დედაქალაქ დოხაში აშშ-სა და “თალიბანს” შორის ორმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. ამერიკის დელეგაციას ავღანეთში პოლიტიკური შერიგების საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ზალმაი ხალილზადი უხელმძღვანელებს. “ამერიკული მხარე განსახილველ თემას დათანხმდა. კერძოდ: ავღანეთში შეჭრის შეჩერებას და მომავალში ავღანეთის სხვა ქვეყნების წინააღმდეგ გამოყენების დაუშვებლობას” – მუჯახიდმა თქვა.
უკანასკნელი თვეების მანძილზე ხალილზადმა კატარში თაიბებთან მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი ჩაატარა. ბოლოს მსგავსი შეხვედრა დეკემბერში გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიმეტეოროლოგების თქმით, აშშ-ში სიცოცხლისთვის საშიში ბუნებრივი მდგომარეობაა
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი შეძლებს ტკივილის სიძლიერედ გარდაქმნას და გზას გაუხსნის სხვა ქალებსაც პოლიტიკაში