მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2017 18:05

მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს

მნიშვნელოვანი

  • მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილები სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

სხვა სტატიები

მესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილები სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერებას ითხოვენ.

„ვითხოვთ, რომ გაჩერდეს ეს მშენებლობა, რადგან ბევრი კითხვა ჩნდება ამ პროცესის გარშემო. ჰესის მშენებელი კომპანიისგან ვითხოვთ გაიყვანოს ტექნიკა. ჩვენ ხელში ჩაგვივარდა რუკა, სადაც რამდენიმე ჰესის აშენების გეგმაა ჩადებული. პრაქტიკულად ყველა ხეობაში სადაც არ უნდა გაიხედო სადერივაციო არხების გაყვანას გეგმავენ. რაც მთლიანად სახეს შეუცვლის ეკოსისტემას. ამ კონკრეტულ ჰესს რაც შეეხება, ამ ხეობაში არის ღვარცოფული მდინარე. ორი თვის წინ ძალიან სერიოზული წყალმოვარდნა იყო. მოსახლეობა შიშობს, რომ ამის დაგუბების შემდეგ მათ საცხოვრებელ ადგილს საფრთხე შეექმნება“, – განაცხადა აქციის მონაწილემ დავით გულბანმა.

მოსახლეობა ჰესის მშენებლობის კუთვნილ ავტომობილებს და იქ მომუშავე პერსონალს არ ატარებს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge დეკემბერი 2, 2017 18:05