51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები

51-ე საჯარო სკოლაში, რომლის ორი მოსწავლე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ჩხუბის შედეგად დაიღუპა, დირექტორი და პედაგოგები არიან შეკრებილები. ისინი მედიასთან არ აკონკრეტებენ, რატომ მივიდნენ დღეს სკოლაში.
როგორც 51-ე სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა განაცხადა, მას დაურეკეს და სკოლაში მისვლა სთხოვეს.
”ამ ბავშვებს მე არ ვასწავლიდი, მაგრამ დამირეკეს და მითხრეს, რომ დირექტორს უნდა შევხვედროდი”,- განაცხადა ერთ-ერთმა პედაგოგმა.
როგორც ცნობილია, გუშინ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს. მათგან ერთი გუშინ საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ორივე გარდაცვლილი 51-ე სკოლის მოსწავლეები არიან.

 

www.ipn.ge

banner
წინა სტატიაში,,როგორ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი შვილები ასე სასტიკად და დაუნდობლად წირავენ ერთმანეთს”
შემდეგი სტატიამესტიაში მშენებარე მესტია-ჭალა ჰესის მიმდებარედ აქცია მიმდინარეობს