მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია.

ამასთან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მყინვარ ლეხზირზე ყინულის ჩამოშლის ადგილიდან პირველ ფოტომასალას ავრცელებს.

უწყების ცნობით, წყლის დონემ ეტაპობრივად დაიკლო და მიმდებარე ტერიტორიისთვის ამ ეტაპზე, საფრთხეს აღარ წარმოადგენს.

ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენლები

„ვითარება ექვემდებარება კონტროლს. არცერთი მოქალაქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავეს