შსს-ს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ მოქალაქეებს რომელთაც სურვილი აქვთ მიიღონ ტაქსით გადაყვანის ნებართვა, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობაში საწვავის ტიპის მითითების მიზნით შეუძლიათ მიმართონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ცვლილების განხორციელებისათვის საჭირო სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისა და ახალი სარეგისტრაციო მოწმობის გაცემის მომსახურება მიიღონ უსასყიდლოდ.

შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ მათ, ვისაც 2013 წლის 1 ივლისამდე დარეგისტრირებული აქვთ ჰიბრიდული ან ელექტრო ძრავის მქონე ავტომობილები.

აღნიშნული საფასო შეღავათი არ ეხებათ მათ, ვისაც 2013 წლის 1 ივლისამდე წარმოეშვათ რეგისტრაციაში ცვლილებების შეტანის ვალდებულება და ამ მიზნით არ მიუმართავს მომსახურების სააგენტოსთვის”,-აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიშორაპანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა
შემდეგი სტატიამესტიაში ყინულის ჩამოშლის შედეგად წარმოქმნილი საფრთხე მოხსნილია – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური