მერკელის ოფისმა კანცლერისთვის გზის შეკეთების შესახებ რუსული სოფლიდან გაგზავნილ თხოვნას უპასუხა

რუსეთში, ომსკთან ახლოს მდებარე სოფლის ადგილობრივებმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისიდან პასუხი მიიღეს წერილზე, რომელიც მათ ივნისში გააგზავნეს.

წერილში ადგილობრივები წერდნენ, რომ სოფელი ზედა კარბუში მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნაზე რუსმა გერმანელებმა დააარსეს. სოფელში მოასფალეტბული გზა არასდროს ჰქონიათ და გერამანიის კანცლერს გზის გაკეთებაში დახმარებას სთხოვდნენ, რადგანაც რუსეთის ხელისუფლება მათ თხოვნას წლების მანძილზე უპასუხოდ ტოვებს.

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ნადინ ვახტერმა სოფლის მოსახლეობას მადლობა გადაუხადა წერილისთვის და მათ სთხოვა გაგებით მოეკიდონ იმას, რომ ” კანცლერი გადატვირთული გრაფიკის გამო თავად ვერ პასუხობს მათ”. ვახტერმა წერილის ავტორებს აუხსნა, რომ რუსეთში ადგილობრივი ორგანოების მუშაობაში ჩარევა არ შედის კანცლერის მოვალეობაში. “გთხოვთ, გაგებით მოეკიდოთ იმას, რომ კანცლერს არ შეუძლია თქვენი თხოვნის ირგვლივ ზომების მიღება. ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ გეხმარებით” – ნათქვამია წერილში – sibreal წერს.

როგორც სოფლის დეპუტატი ირინა დროზდოვა ამბობს, სოფლის მკვიდრები მიღებული პასუხით კმაყოფილები არიან. “ჩინოვნიკებმა, ჩვენი გერმანიის კანცლერისადმი მიმართვით ჯადოსნური პანღური მიიღეს, გამოვიდნენ კომიდან და მაშინათვე პირობა დადეს, რომ 2022 წლისთვის გზას დაგვიგებენ” – თქვა ირინა დროზდოვამ.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: აუცილებლად ვიპოვით გამოსავალას
შემდეგი სტატიაელისაშვილი – მინდა, სანქციებამდე საქმე არ მივიდეს